ტეგების არქივი: სასკოლო ოლიმპიადა

III ოლიმპიადა ნიადაგმცდონეობაში სკოლის მოსწავლეებს შორის

საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის, მიხეილ საბაშვილის ნიადაგმცოდნეობის, აგროქიმიისა და მელიორაციის ინსტიტუტის, საქართველოს ნიადაგმცოდნეთა საზოგადოებისა და საქართველოს პროფესიონალ ქიმიკოსთა ასოციაციის ინიციატივით, კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსში 2018 წლის აპრილის ბოლო კვირაში ჩატარდება რიგით მესამე ოლიმპიადა ნიადაგმცდონეობაში სკოლის მოსწავლეებს შორის.
ოლიმპიადაზე დარეგისტრირება შეუძლიათ საქართველოში არსებული საჯარო და კერძო სკოლების VII-XII კლასების მოსწავლეებს, რომლებსაც სასწავლო პროგრამით გავლილი აქვთ ნიადაგმცოდნეობის საკითხები.

ოლიმპიადაში მონაწილეობისათვის აუცილებელია რეგისტრაცია

ოლიმპიადის სავარაუდო თარიღი არის პარასკევი, 27 აპრილი, 11:00 სთ.

ნიადაგმცოდნეობის II სასკოლო ოლიმპიადა – ფოტოები

მიზანი:

  • მოსწავლეთა შორის საბუნებისმეტყველო დისციპლინების (განსაკუთრებით ნიადაგმცოდნეობის) პოპულარიზაცია;
  • აგრარული დისციპლინებისა და მათი როლის გააზრება;
  • ეკოლოგიასა და უსაფრთხო გარემოზე ზრუნვის აუცილებლობის გათავისება.

კონკურსი ტარდება ორ ტურად: 

I ტური: 

  • რეგისტრაციის გავლა;
  • მითითებული კითხვარის ჩამოტვირთვა და შევსება;
  • შევსებული კითხვარის გამოგზავნა.

გთხოვთ, შევსებული კითხვარი საორგანიზაციო კომიტეტში გადმოაგზავნოთ 2018 წლის 30 მარტამდე მითითებულ მისამართზე: mmera2008@agruni.edu.ge  მარიამ მერაბიშვილი

პირველი ტურის კითხვებს ასევე შეგიძლიათ გაეცნოთ შემდეგ გვერდზე.

II ტური: 

  • კომპეტენტური ჟიური შეარჩევს 50 საუკეთესო ნაშრომს და კონფერენციის ვებ გვერდზე გამოაქვეყნებს მეორე ტურში გადასული მონაწილეების სიას, 2018 წლის 15 აპრილს.
  • კონკურსის მეორე ეტაპი ჩატარდება საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტში 2018 წლის
    27 აპრილს. კონკურსის მეორე ეტაპზე მონაწილეებს ექნებათ 2 საათი 5 კითხვაზე საპასუხოდ.

გთხოვთ, დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაუკავშირდეთ:

მარიამ მერაბიშვილი 595 59 56 70

თენგიზ ურუშაძე 599 58 25 41

ილია კუნჭულია 592 40 43 87

  1. ნიადაგმცოდნეობა, როგორც სამეცნიერო დისციპლინა (ჩამოაყალიბეთ მოკლე ანოტაცია, მაქსიმუმ 30 სიტყვა)
  2. ნიადაგები, რომლებიც პირველად მსოფლიოში იყო გამოყოფილი საქართველოში (მაქსიმუმ (100 სიტყვა)
  3. ჰუმუსის მნიშვნელობა ნიადაგწარმოქმნაში (მაქსიმუმ 50 სიტყვა)
  4. ნიადაგები, რომლებიც გავრცელებულია მთელ საქართველოში (მაქსიმუმ 50 სიტყვა)
  5. ნიადაგები, რომლებიც გავრცელებულია მხოლოდ დასავლეთ საქართველოში (მაქსიმუმ 50 სიტყვა)
  6. ნიადაგები, რომლებიც გავრცელებულია მხოლოდ აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოში (მაქსიმუმ 50 სიტყვა)
  7. ნიადაგების დაცვა (მაქსიმუმ 100 სიტყვა)
  8. წყლისმიერი ეროზია და მისგან დაცვა (მაქსიმუმ 50 სიტყვა)
  9. ქარისმიერი ეროზია და მისგან დაცვა (მაქსიმუმ 50 სიტყვა)
  10. ნიადაგური რუკები, მათი დანიშნულება (მაქსიმიმ 50 სიტყვა)

ლიტერატურა

ნიადაგმცოდნეობა

საველე ნიადაგმცოდნეობა

საქართველოს ნიადაგების სარკვევი

ნიადაგის მორფოლოგია

საქართველოს ძირითადი ნიადაგები 

ნიადაგის ეკოლოგია

ნიადაგების გეოგრაფია ნიადაგმცოდნეობის საფუძვლებით