ტეგების არქივი: ნიადაგმცოდნეობაში

საზაფხულო სკოლა ნიადაგმცოდნეობაში

15 ივლისს კახა ბენდუქიძის კამპუსში გაიხსნა სეზონური სკოლა “საქართველოს ძირითადი ნიადაგები და ნიადაგმცოდნეობის აქტუალური საკითხები”.

პროექტის მიზანს საქართველოს ძირითადი ნიადაგების განხილვა და თანამედროვე ნიადაგმცოდნეობის აქტუალურ საკითხებთან შეჯერება წარმოადგენს. სეზონურ სკოლაში აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტებთან ერთად საქართველოს სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების, როგორიცაა: ბათუმის შოთა რუსთაველის, ქუთაისის აკაკი წერეთლის, თელავის იაკობ გოგებაშვილი სახელობის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო, ილიას სახელმწიფო და გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტების სტუდენტები მონაწილეობდნენ. პროექტის ხელმძღვანელია აკადემიკოსი თენგიზ ურუშაძე.

ლექციები ნიადაგმცოდნეობაში – სეზონური სკოლა

დაწვრილებით