ტეგების არქივი: მსოფლიო აღიარება

თენგიზ ურუშაძე ნიადაგმცოდნეთა საერთაშორისო საზოგადოების საპატიო წევრი გახდა – 2018 წელი ბრაზილია, რიო-დე-ჟანეირო

2018 წლის 16 აგვისტოს, ბრაზილიაში, ქ. რიო-დე-ჟანეიროში ნიადაგმცოდნეობის 21-ე მსოფლიო კონგრესზე საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის პროფესორი, მიხეილ საბაშვილის ნიადაგმცოდნეობის, აგროქიმიისა და მელიორაციის ინსტიტუტის დირექტორი, აკადემიკოსი თენგიზ (გიზო) ურუშაძე არჩეულ იქნა მსოფლიო ნიადაგმცოდნეობის საერთაშორისო საზოგადოების საპატიო წევრად, რაც უპრეცენდენტო შემთხვევაა საქართველოს ნიადაგმცოდნეობის ისტორიაში. კონგრესს ესწრებოდა მსოფლიოს 145 ქვეყნის 4 234 დელეგატი. საპატიო წევრად არჩევის პატივი 1924 წლიდან დღემდე წილად ხვდა სულ 92 ცნობილ მეცნიერს.

საქართველოს ნიადაგმცოდნეთა საზოგადოება ულოცავს ღვაწლმოსილ მეცნიერს, პედაგოგსა და პატივსაცემ პიროვნებას კიდევ ერთ მსოფლიო აღიარებას, უსურვებს ჯანმრთელობასა და დღეგრძელობას.

დაწვრილებით