ტეგების არქივი: კონფერენცია ნიადაგმცოდნეობაში

დაუსწრებელი კონფერენცია “ნიადაგი ეროვნული განძი”

2019 წლის 2-6 დეკემბერს  საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის მიხეილ საბაშვილის ნიადაგმცოდნეობის, აგროქიმიისა  და მელიორაციის ინსტიტუტის და საქართველოს ნიადაგმცოდნეთა საზოგადოების ინიციატივით გაიმართება IX რესპუბლიკური კონფერენცია ნიადაგმცოდნეობაში (დაუსწრებელი): “ნიადაგი ეროვნული განძი”.

კონფერენციაში განხილული იქნა ნიადაგების გენეზისის, დაცვის რაციონალური გამოყენების საკითხები.  მასში მონაწილეობა მიიღეს მეცნიერებმა, პროფესორ-მასწავლებლებმა როგორც აგრარული უნივერსიტეტიდან, ისე ქვეყნის სხვა უნივერსიტეტებიდან (ქუთაისის აკაკი წერეთლის, ბათუმის შოთა რუსთაველის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის, სამცხე-ჯავახეთის, ილიასა და  გორის სახელმწიფო უნივერსიტეტები,  სამეცნიერო-კვლევითი ფირმა „გამა“) თავიანთ სასწავლებლებში.

სხვა ლოკაციებისა და სურათების სანახავად “დაწვრილებით”

დაწვრილებით

5 დეკემბერი – ნიადაგის მსოფლიო დღე

2017 წლის 5 დეკემბერს საქართველოს ნიადაგმცოდნეთა საზოგადოებისა და მიხეილ საბაშვილის ნიადაგმცოდნეობის, აგროქიმიისა და მელიორაციის ინსტიტუტის ორგანიზებით საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტში, კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსში ჩატარდება ნიადაგის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები.

5 დეკემბერს კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსის მუზეუმში გაიმართება ღონისძიება სკოლების მოსწავლეებისა და სტუდენტების მონაწილეობით.

8 დეკემბერს საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტში ჩატარდება პროფესორ ივანე სარიშვილის 105 წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია.