თენგიზ ურუშაძეს 80 წელი შეუსრულდა

14 ინავარს 80 წელი  შეუსრულდა  საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის პროფესორს, მ.საბაშვილის ნიადაგმცოდნეობის, აგროქიმიისა და მელიორაციის ინსტიტუტის დირექტორს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსს და ეკოლოგიური უსაფრთხოების კომისიის თავმჯდომარეს, საქართველოს ნიადაგმცოდნეთა საზოგადოების პრეზიდენტს, ჟურნალ „Annals of Agrarian Science“-ის მთავარ რედაქტორს თენგიზ (გიზო) ურუშაძეს. ღვაწლმოსილ მეცნიერს და ამაგდარ პედაგოგს ვულოცავთ  80 წლის იუბილეს, ვუსურვებთ ჯანმრთელობას და დიდხანს სიცოცხლეს.

ბატონო გიზო, ჩვენ ვამაყობთ თქვენი სამეცნიერო მოღვაწეობის შედეგებით და სამომავლოდ თქვენ ცოდნას, გამოცდილებას და ავტორიტეტს კვლავ დიდხანს გამოვიყენებთ მრავალი საინტერესო პროექტის განხორციელებასა და ახალგაზრდა თაობის აღზრდის პროცესში.