საქართველოს ნიადაგების წითელი წიგნის საჯარო პრეზენტაცია

საქართველოს ნიადაგების წითელ წიგნში ქართულ და ინგლისურ ენებზე განხილულია
ნიადაგების მემორიალურ, იშვიათ და ეტალონურ ჯგუფებში გაერთიანების პრინციპები;
მოცემულია ინფორმაცია ნიადაგწარმომქმნელი ფაქტორების, მორფოლოგიური ნიშნების,
ძირითადი თვისებების მაჩვენებლებისა ნიადაგების წითელი ნუსხის შესახებ. ტექსტუალურ
ნაწილს დართული აქვს ლანდშაფტებისა და ნიადაგების პროფილების ფერადი სურათები,
ანალიზის მონაცემები წარმოდგენილია ცხრილებში.

საქართველოს ნიადაგების წითელი წიგნი განკუთვნილია როგორც სპეციალისტების-
თვის, აგრეთვე მკითხველთა ფართო წრისათვის, რომლებიც დაინტერესებულნი არიან
საქართველოს ნიადაგების მნიშვნელობით, მათი დეგრადაციისა და დაცვის საკითხებით.
წიგნში წარმოდგენილი მასალების გამოყენება შესაძლებელია ნიადაგების დაცვის სამართლებრივი ბაზის სრულყოფის მიზნით.

წიგნის სანახავად დააჭირეთ სურათს: