ნიადაგმცოდნეობის ოლიმპიადა საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტში

საქართველოს ნიადაგები წარმოადგენენ ქვეყნის განსაკუთრებულ სიმდიდრესდა მათი ცოდნა, არის დაცვის და რაციონალური გამოყენების საფუძველი. მართალია, ნიადაგმცოდნეობა იკითხება მთელ რიგ უმაღლეს სასწავლებლებში, მაგრამ მნიშვნელოვანია მათი სწორედ გამოყენება, რაც ბევრად არის დამოკიდებული ქვეყნის ნიადაგური საფარისა და თვით ნიადაგების ღრმა ცოდნაზე მიუხედავად იმისა, თუ რა მიმართულებით აპირებს ცალკეული სტუდენტი თავისი მომავალი პროფესიის შერჩევას.

ოლიმპიადის  ორგანიზების მიზანს წარმოადგენს არა მარტო კონკრეტული დარგის პრობლემების ღრმად გაცნობა, არამედ ქვეყნის წარმატებული განვითარების საფუძვლის შექმნა.

ნიადაგმცოდნეობის ოლიმპიადების ჩატარებამ მიიღო სისტემატიური ხასიათი, რაც ნამდვილად წარმოადგენს დარგის პოპულარიზაციის სამაგალითო, დადღემდე განუმეორებელ მაგალითს.

კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსში, საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტში 2018 წლის 1 ივნისს ჩატარდა სტუდენტური ოლიმპიადა ნიადაგმცოდნეობაში, საქართველოს მასშტაბით ყველა რეგიონის სტუდენტისათვის.  ღონისძიებაში მონაწილეობას იღებდა სხვადასხვა  ფაკულტეტის 40-მდე  სტუდენტი, ქვემოთ აღნიშნული ქალაქებიდან და უნივერსიტეტებიდან:

  1. ბათუმი – შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  2. თბილისი – ივ.ჯავახიშვილის სახ. სახელმწიფოუნივერსიტეტი
  3. თბილისი – აგრარული უნივერსიტეტი
  4. ქუთაისი – აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  5. თელავი – იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფოუნივერსიტეტი
  6. გორი – სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი
  7. თბილისი – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ოლიმპიადის მონაწილეებს გადაეცათ სიგელები, საპრიზო (I; II; III) – ადგილებისმითითებით.