წალკის სკოლის მოსწავლეები ნიადაგის კვლევის ლაბორატორიას ესტუმრნენ

სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ნიადაგის ნაყოფიერების კვლევის სამსახურის ივანე სარიშვილის სახელობის ნიადაგის კვლევის ლაბორატორიას წალკის №1 საჯარო სკოლის უფროსკლასელები ესტუმრნენ და სამუშაო პროცესს გაეცნენ. სკოლის მოსწავლეთა ვიზიტი ნიადაგმცოდნეთა საერთაშორისო საზოგადოების მიერ (International Union of Soil Sciences – IUSS) დაფინანსებული საგრანტო პროექტის ფარგლებში განხორციელდა, რომელსაც ნიადაგის ნაყოფიერების კვლევის სამსახურის ლაბორატორიის უფროსი გიორგი ღამბაშიძე ხელმძღვანელობს.

როექტის მიზანი საშუალო სკოლებში „ნიადაგის კუთხის“ მოწყობაა, სადაც ნიადაგის მნიშვენლობაზე, ეკოსისტემაში მის ფუნქციებსა და დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებზე ინფორმაცია განთავსდება.

პროექტის მონაწილე სკოლის მოსწავლეებისთვის რეგულარულად ეწყობა გაცნობითი ტური ნიადაგის ნაყოფიერების კვლევის სამსახურის ლაბორატორიაში, რომლის დროსაც მოზარდები ნიადაგის საველე და ლაბორატორიული კვლევის თანამედროვე მეთოდებს ეცნობიან.