5 დეკემბერი – ნიადაგის მსოფლიო დღე

2017 წლის 5 დეკემბერს საქართველოს ნიადაგმცოდნეთა საზოგადოებისა და მიხეილ საბაშვილის ნიადაგმცოდნეობის, აგროქიმიისა და მელიორაციის ინსტიტუტის ორგანიზებით საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტში, კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსში ჩატარდება ნიადაგის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები.

5 დეკემბერს კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსის მუზეუმში გაიმართება ღონისძიება სკოლების მოსწავლეებისა და სტუდენტების მონაწილეობით.

8 დეკემბერს საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტში ჩატარდება პროფესორ ივანე სარიშვილის 105 წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია.