ადამიანის საუკეთესო მეგობრები – “ერთადერთი დედამიწა”

კლუბის მესამე სხდომაზე მოსწავლეებმა მოისმინეს საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ლექტორის, ნაირა მამუკელაშვილის ლექცია ძაღლებზე, რაც მოიცავდა ინფორმაციას ძაღლების მოშინაურების ისტორიის, სხვადასხვა ჯიშებისა და მათი მოვლის შესახებ. სკოლის მოსწავლეები განსაკუთრებით დაინტერესდნენ ქართული ჯიშის ძაღლებით. შეხვედრას ესწრებოდა რუსთაველის ფონდის წარმომადგენელი – ანა გოგუაძე.

მორიგი შეკრება მიეძღვნება კლიმატის გლობალურ ცვლილებას.

ლექციების სერია ხორციელდება “კოჯორი-სამადლოს საავტომობილო გზის მიმდებარე ტერიტორიის ნიადაგური პირობების შესწავლა და მათი რაციონალურად გამოყენების მიდგომების დადგენის“ კვლევის ფარგლებში.