კატეგორიის არქივი: სიახლეები

თენგიზ ურუშაძე ნიადაგმცოდნეთა საერთაშორისო საზოგადოების საპატიო წევრი გახდა – 2018 წელი ბრაზილია, რიო-დე-ჟანეირო

2018 წლის 16 აგვისტოს, ბრაზილიაში, ქ. რიო-დე-ჟანეიროში ნიადაგმცოდნეობის 21-ე მსოფლიო კონგრესზე საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის პროფესორი, მიხეილ საბაშვილის ნიადაგმცოდნეობის, აგროქიმიისა და მელიორაციის ინსტიტუტის დირექტორი, აკადემიკოსი თენგიზ (გიზო) ურუშაძე არჩეულ იქნა მსოფლიო ნიადაგმცოდნეობის საერთაშორისო საზოგადოების საპატიო წევრად, რაც უპრეცენდენტო შემთხვევაა საქართველოს ნიადაგმცოდნეობის ისტორიაში. კონგრესს ესწრებოდა მსოფლიოს 145 ქვეყნის 4 234 დელეგატი. საპატიო წევრად არჩევის პატივი 1924 წლიდან დღემდე წილად ხვდა სულ 92 ცნობილ მეცნიერს.

საქართველოს ნიადაგმცოდნეთა საზოგადოება ულოცავს ღვაწლმოსილ მეცნიერს, პედაგოგსა და პატივსაცემ პიროვნებას კიდევ ერთ მსოფლიო აღიარებას, უსურვებს ჯანმრთელობასა და დღეგრძელობას.

დაწვრილებით

ნიადაგმცოდნეობის ოლიმპიადა საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტში

საქართველოს ნიადაგები წარმოადგენენ ქვეყნის განსაკუთრებულ სიმდიდრესდა მათი ცოდნა, არის დაცვის და რაციონალური გამოყენების საფუძველი. მართალია, ნიადაგმცოდნეობა იკითხება მთელ რიგ უმაღლეს სასწავლებლებში, მაგრამ მნიშვნელოვანია მათი სწორედ გამოყენება, რაც ბევრად არის დამოკიდებული ქვეყნის ნიადაგური საფარისა და თვით ნიადაგების ღრმა ცოდნაზე მიუხედავად იმისა, თუ რა მიმართულებით აპირებს ცალკეული სტუდენტი თავისი მომავალი პროფესიის შერჩევას.

დაწვრილებით

“ერთადერთ დედამიწას” ვინფრიდ ბლუმი ესტუმრა

აპრილის ბოლოს მეთერთმეტე ლექციაზე ეკო კლუბ “ერთადერთ დედამიწას” ეწვია პროფესორი ვინფირდ ბლუმი, რომელიც არის ვენის ბუნებრივი რესურსებისა და სიცოცხლის შემსწავლელი უნივერსიტეტის (ბოკუ) ემერიტუსი. ვინფრიდ ბლუმი უკვე ათწლეულებია აქტიურად თანამშრომლობს საქართველოს ნიადაგმცოდნეთა საზოგადოების პრზიდენტთან, პროფესორ თენგიზ ურუშაძესთან.

სტუმარმა კლუბის წევრებს გააცნო ნიადაგის როლი ეკოსისტემის სერვისებში, გააცნო ნიადაგების დაცვის აუცილებლობა და მიწების მდგრადი გამოყენების მნიშვნელობა. მოსწავლეებმა სტუმარს დაუსვეს შეკითხვები მრავალი საკითხის გარშემო გარდა ნიადაგებისა.

დაწვრილებით

ერთადერთი დედამიწა მწერებსა და კლიმატზე

ერთადერთი დედამიწის მორიგ შეხვედრებზე საუბარი შეეხო მწერების სამყაროს. პრეზენტაცია წარადგინა საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის პროფესორმა, მედია ბურჯანაძემ. პრეზენტაციამ გამოიწვია განსაკუთრებული ინტერესი, გაგრძელდა უპრეცენდენტოდ დიდხანს დასმული შეკითხვებისა და დისკუსიის გამო.

ასევე მარტის თვეში პრეზენტაცია წარადგინა ი.გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფიის კათედრის გამგემ, პროფესორმა ელიზმარ ელიზბარაშვილმა. საუბარი შეეხო კლიმატს და მისი ცვლილებებით გამოწვეულ საფრთხეებს საქართველოში.

ერთადერთი დედამიწის შეხვედრები და აქტივობები გრძელდება სასწავლო წლის განმავლობაში. კლუბს უძღვებიან N64 სკოლის გეოგრაფიისა და ბიოლოგიის პედაგოგები, ეკატერინე ბაზერაშვილი და ეკატერინე ვეკუა.

დაწვრილებით

III ოლიმპიადა ნიადაგმცდონეობაში სკოლის მოსწავლეებს შორის

საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის, მიხეილ საბაშვილის ნიადაგმცოდნეობის, აგროქიმიისა და მელიორაციის ინსტიტუტის, საქართველოს ნიადაგმცოდნეთა საზოგადოებისა და საქართველოს პროფესიონალ ქიმიკოსთა ასოციაციის ინიციატივით, კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსში 2018 წლის აპრილის ბოლო კვირაში ჩატარდება რიგით მესამე ოლიმპიადა ნიადაგმცდონეობაში სკოლის მოსწავლეებს შორის.
ოლიმპიადაზე დარეგისტრირება შეუძლიათ საქართველოში არსებული საჯარო და კერძო სკოლების VII-XII კლასების მოსწავლეებს, რომლებსაც სასწავლო პროგრამით გავლილი აქვთ ნიადაგმცოდნეობის საკითხები.

ოლიმპიადაში მონაწილეობისათვის აუცილებელია რეგისტრაცია

ოლიმპიადის სავარაუდო თარიღი არის პარასკევი, 27 აპრილი, 11:00 სთ.

ნიადაგმცოდნეობის II სასკოლო ოლიმპიადა – ფოტოები

მიზანი:

  • მოსწავლეთა შორის საბუნებისმეტყველო დისციპლინების (განსაკუთრებით ნიადაგმცოდნეობის) პოპულარიზაცია;
  • აგრარული დისციპლინებისა და მათი როლის გააზრება;
  • ეკოლოგიასა და უსაფრთხო გარემოზე ზრუნვის აუცილებლობის გათავისება.

კონკურსი ტარდება ორ ტურად: 

I ტური: 

  • რეგისტრაციის გავლა;
  • მითითებული კითხვარის ჩამოტვირთვა და შევსება;
  • შევსებული კითხვარის გამოგზავნა.

გთხოვთ, შევსებული კითხვარი საორგანიზაციო კომიტეტში გადმოაგზავნოთ 2018 წლის 30 მარტამდე მითითებულ მისამართზე: mmera2008@agruni.edu.ge  მარიამ მერაბიშვილი

პირველი ტურის კითხვებს ასევე შეგიძლიათ გაეცნოთ შემდეგ გვერდზე.

II ტური: 

  • კომპეტენტური ჟიური შეარჩევს 50 საუკეთესო ნაშრომს და კონფერენციის ვებ გვერდზე გამოაქვეყნებს მეორე ტურში გადასული მონაწილეების სიას, 2018 წლის 15 აპრილს.
  • კონკურსის მეორე ეტაპი ჩატარდება საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტში 2018 წლის
    27 აპრილს. კონკურსის მეორე ეტაპზე მონაწილეებს ექნებათ 2 საათი 5 კითხვაზე საპასუხოდ.

გთხოვთ, დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაუკავშირდეთ:

მარიამ მერაბიშვილი 595 59 56 70

თენგიზ ურუშაძე 599 58 25 41

ილია კუნჭულია 592 40 43 87

  1. ნიადაგმცოდნეობა, როგორც სამეცნიერო დისციპლინა (ჩამოაყალიბეთ მოკლე ანოტაცია, მაქსიმუმ 30 სიტყვა)
  2. ნიადაგები, რომლებიც პირველად მსოფლიოში იყო გამოყოფილი საქართველოში (მაქსიმუმ (100 სიტყვა)
  3. ჰუმუსის მნიშვნელობა ნიადაგწარმოქმნაში (მაქსიმუმ 50 სიტყვა)
  4. ნიადაგები, რომლებიც გავრცელებულია მთელ საქართველოში (მაქსიმუმ 50 სიტყვა)
  5. ნიადაგები, რომლებიც გავრცელებულია მხოლოდ დასავლეთ საქართველოში (მაქსიმუმ 50 სიტყვა)
  6. ნიადაგები, რომლებიც გავრცელებულია მხოლოდ აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოში (მაქსიმუმ 50 სიტყვა)
  7. ნიადაგების დაცვა (მაქსიმუმ 100 სიტყვა)
  8. წყლისმიერი ეროზია და მისგან დაცვა (მაქსიმუმ 50 სიტყვა)
  9. ქარისმიერი ეროზია და მისგან დაცვა (მაქსიმუმ 50 სიტყვა)
  10. ნიადაგური რუკები, მათი დანიშნულება (მაქსიმიმ 50 სიტყვა)

ლიტერატურა

ნიადაგმცოდნეობა

საველე ნიადაგმცოდნეობა

საქართველოს ნიადაგების სარკვევი

ნიადაგის მორფოლოგია

საქართველოს ძირითადი ნიადაგები 

ნიადაგის ეკოლოგია

ნიადაგების გეოგრაფია ნიადაგმცოდნეობის საფუძვლებით