ავტორის არქივი: soilge

წალკის სკოლის მოსწავლეები ნიადაგის კვლევის ლაბორატორიას ესტუმრნენ

სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ნიადაგის ნაყოფიერების კვლევის სამსახურის ივანე სარიშვილის სახელობის ნიადაგის კვლევის ლაბორატორიას წალკის №1 საჯარო სკოლის უფროსკლასელები ესტუმრნენ და სამუშაო პროცესს გაეცნენ. სკოლის მოსწავლეთა ვიზიტი ნიადაგმცოდნეთა საერთაშორისო საზოგადოების მიერ (International Union of Soil Sciences – IUSS) დაფინანსებული საგრანტო პროექტის ფარგლებში განხორციელდა, რომელსაც ნიადაგის ნაყოფიერების კვლევის სამსახურის ლაბორატორიის უფროსი გიორგი ღამბაშიძე ხელმძღვანელობს.

როექტის მიზანი საშუალო სკოლებში „ნიადაგის კუთხის“ მოწყობაა, სადაც ნიადაგის მნიშვენლობაზე, ეკოსისტემაში მის ფუნქციებსა და დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებზე ინფორმაცია განთავსდება.

პროექტის მონაწილე სკოლის მოსწავლეებისთვის რეგულარულად ეწყობა გაცნობითი ტური ნიადაგის ნაყოფიერების კვლევის სამსახურის ლაბორატორიაში, რომლის დროსაც მოზარდები ნიადაგის საველე და ლაბორატორიული კვლევის თანამედროვე მეთოდებს ეცნობიან.

დაწვრილებით

ერთადერთი დედამიწა: კლიმატი, ვაზი და ტერუარის კონცეფცია მევენახეობაში

ეკო კლუბის მერვე შეკრებაზე მოსწავლეებმა მოისმინეს კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსის საბუნებისმეტყველო მუზეუმის მენეჯერი, საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის დოქტორანტის ანნა ვეშაგურიძის პრეზენტაცია თემაზე „კლიმატი, ვაზი და ტერუარის კონცეფცია მევენახეობაში“.

საუბარი შეეხებოდა კლიმატის მნიშვნელობას სავეგეტაციო პერიოდის ხანგრძლივობასა და ვაზის დარაიონების კუთხით. გაეცნენ ტერუარის კონცეფციას ევროპის მევენახეობის ქვეყნებში და კლიმატის ცვლილებების მოსალოდნელ გავლენას მევენახეობის სექტორზე.

დაწვრილებით

ლექცია ბორჯომის ხეობის შესახებ

ეკო კლუბის მეშვიდე შეკრებაზე მოსწავლეებმა მოისმინეს ინფორმაცია ბორჯომის ხეობის შესახებ. მომხსენებელმა თამარ ხოშტარიამ ისაუბრა ქალაქ ბორჯომის ისტორიის, მინერალური წყლებისა და საკურორტო ზონების შესახებ. ასევე ხეობაში არსებული გამოწვევებისა და პრობლემების ირგვლივ.

“ერთადერთი დედამიწის” კლუბის წევრები დაინტერესდნენ გახშირებული ხანძრების გამომწვევი მიზეზებისა და მათი პრევენციის მექანიზმებით.

დაწვრილებით

2018 წელს “ერთადერთი დედამიწა” შეხვედრებს რადიობიოლოგიაზე საუბრით იწყებს

ეკო კლუბის მეექვსე შეკრებაზე მოსწავლეებმა მოისმინეს ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის რადიაციული უსაფრთხოების პრობლემათა ლაბორატორიის წარმომადგენლების მიხეილ გოგებაშვილისა და ნაზი ივანიშვილის ლექცია “უხილავი სხივების სამყარო” თანამედროვე რადიობიოლოგიური პრობლემებისა და გამოჩენილი ქართველი მეცნიერის, ივანე თარხნიშვილის შესახებ.

პრეზენტაციის ბოლოს მოსწავლეებმა და პედაგოგებმა დასვეს უამრავი შეკითხვა და წარიმართა დისკუსია. კლუბის შეხვედრები ჩატარდება ყოველ ორ კვირაში ერთხელ.

დაწვრილებით

კოჯორი-სამადლოს საავტომობილო გზის მიმდებარე ტერიტორიის ნიადაგური პირობების შესწავლა და მათი რაციონალურად გამოყენების მიდგომების დადგენა

საქართველოს ნიადაგმცოდნეთა საზოგადოებისა და მიხეილ საბაშვილის ნიადაგმცოდნეობის, აგროქიმიისა და მელიორაციის ინსტიტუტის ინიციატივით საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ბაზაზე განხორციელდა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის საგრანტო კონკურსის „კვლევები მოსწავლეთა მონაწილეობით – მეცნიერება იწყება სკოლიდან“  პროექტი „კოჯორი-სამადლოს საავტომობილო გზის მიმდებარე ტერიტორიის ნიადაგური პირობების შესწავლა და მათი რაციონალურად გამოყენების მიდგომების დადგენა”.

პროექტის ფარგლებში მუშაობა მიმდინარეობდა სამ ეტაპად. პირველ რიგში განხორციელდა მოსწავლეებისთვის პროექტის მიზნებისა და სამოქმედო გეგმის გაცნობა, დაიგეგმა და განხორციელდა საველე სამუშაოები.

საკვლევი ობიექტის და ნიადაგების სავლე შესწავლისა და ნიმუშების აღების შემდეგ ჩატარდა ლაბორატორიული სამუშაოები, მოსწავლეებმა გააკეთეს ანალიზები და გაეცნენ უნივერსიტეტსა და ლაბორატორიაში მუშაობის სპეციფიკას. ამის პარალელურად მიმდიანრეობდა სპეციალური ლიტერატურის შესწავლა და დამუშავება.

შედეგების მიღებისა და ლიტერატურის დამუშავების საფუძველზე განხორციელდა ნიადაგების რუკის მომზადება და მათი რაციონალურად გამოყენების მიდგომების დადგენა. პროექტის ბოლოს მოსწავლეებმა წარადგინეს საბოლოო პრეზენტაცია და რუკა.

პროექტის მიმდინარეობისას აღინიშნა ნიადაგების მსოფლიო დღე და დაფუძნდა ეკო კლუბი “ერთადერთი დედამიწა”.

დაწვრილებით